პროფესიონალი და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდი, რომელიც მუდმივად გადის გადამზადებასა და სერტიფიცირებას, შეამოწმებს თქვენი კომპანიის საგადასახადო მხარეს და დაიცავს თქვენს ინტერესებს საგადასახადო ორგანოსთან. ჩვენ ვუზრუნველყოფთ საგადასახადო დავებში წარმომადგენლობას და დამკვეთის ინტერესების დაცვას (საგადასახადო დავებში წარმომადგენლობა გულისხმობს დარიცხვის საფუძვლების სამართლებრივ შეფასებას, საჩივრის მომზადებას და დავის განხილვის ყველა ეტაპზე დამკვეთის ინტერესების დაცვას.). წინასწარი გადაწყვეტილების პროცესში სრული მხარდაჭერა
(წინასწარი გადაწყვეტილების პროცესში მხარდაჭერა მოიცავს დამკვეთის საგადასახადო რისკების იდენტიფიცირებას, წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნის წერილის მომზადებას და შემოსავლების სამსახურთან განხილვის დროს დამკვეთის ინტერესების დაცვას). კომპანიის მიზნების შესაბამისად ოპტიმალური საგადასახადო რეჟიმის შერჩევა.
თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენს საჭიროებებზე მორგებული მომსახურების პაკეტი: ზეპირი და წერილობითი საგადასახადო კონსულტაცია, ყოველთვიური საგადასახადო დეკლარაციების სისწორის კონტროლი, საგადასახადო შემოწმების პროცესში მხარდაჭერა, საგადასახადო ორგანოსთან ურთიერთობაში მხარდაჭერა.